пятница, 26 октября 2018 г.

გაკვეთილის გეგმა


კლასი: მეხუთე
თარიღი:29. 05.2018წელი

1.     სახელი და გვარი
ლელა თაბუაშვილი- ხორბალაძე
2.     თემის სახელწოდება
გ. რჩეულიშვილის „ სიყვარული შემოდგომაზე“
3.     3.  გაკვეთილის
სასწავლო მიზნები



·         მხატვრული ტექსტის კითხვა და გააზრება
·         გაბმული მეტყველების განვითარება
·         ლიტ. პერსონაჟის დახასიათება

·         ტექსტის მონაკვეთებად დაყოფა, დასათაურება
·         მოთხრობის გაგრძელებაზე მუშაობა
·         კითხვისა და წერის სტრატეგიების დაუფლება

4.     სწავლის შედეგები
·         მოსწავლე  ავლენს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყის უნარს;
·         ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს და გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს;
·         მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ
·         გადმოსცემს შინაარსს გეგმის მიხედვით, გააგრძელებს და დაასრულებს მოთხრობას
5.     კლასის პროფილი
19- მოსწავლე, 1-სსსმ მოსწავლე
6.     წინარე ცოდნა
მოსწავლეები ჩამოთვლიან წელიწადის დროებს, შეავსებენ „გონებრივი იერიშის რუქას“, გამოთქვამენ ვარაუდებს სათაურის და ლექსიკური ერთეულების შესახებ;
7.     კავშირი ე.ს.გ-სთან
V1-მოსწავლე წარმოადგენს სადისკუსიო ზეპირ ტექსტს, ასაბუთებს თავის ნათქვამს, წარმოადგენს კონკრეტულ ფაქტებს
V2-მუშაობს ჯგუფთან ერთად, იცავს ზეპირი გამოსვლისას ეტიკეტსა და რეგლამენტს;
V4-საუბრობს მხატვრ. ნაწარმოებში გამოხატულ განწყობილებაზე (სევდა), გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ლიტ. პერსონაჟების მიმართ;
V6-ახასიათებს ლიტ. პერსონაჟებს;
V8-ყოფს ტექსტს ნაწილებად, ადგენს გეგმას შინაარსის გადმოსაცემად;
V9-აგებს წერილობით ტექსტს, თანმიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებს და მოვლენებს;


8.     კლასის ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური, ჯგუფური

9. რესურსები

სახელმძღვანელო, აქტივობის რვეული, კალამი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, ფორმატები., სტიკერები, მარკერები

10.მეთოდები/აქტივობები
აქტივობა1-საორგანიზაციო საკითხები (1-2 წთ)
აქტივობა 2-გონებრივი იერიში, ვარაუდები სათაურსა და ლექსიკურ ერთეულებზე (4წთ)
აქტივობა 3-კითხვისთვის მზადება- სადისკუსიო თემა „მოსწავლე და მასწავლებელი“(7-8წთ)
აქტივობა 4- ტექსტის კომენტირებული კითხვა და ანალიზი(14წთ)
აქტივობა 5-ისტ-ის გამოყენება (2 წთ)
აქტივობა 6- ჯგუფური მუშაობა(13-16წთ)
აქტივობა 7- შეჯამება(2წთ)
აქტივობა 8- შეფასება(1-2წთ)
აქტივობა 9- საშინაო დავალება(1-2წთ)

9.     მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
აქტივობა 1- გაკვეთილი იწყება საორგანიზაციო საკითხით (სიის ამოკითხვა)
აქტივობა 2- შემდეგ ივსება“ გონებრივი იერიშის რუქა“
 (გამოვიყენებ საპრეზენტაციო ფაილს,რომელშიც აღწერილია წელიწადის დროები, ყურადრებაა გამახვილებული ოქროსფერ შემოდგომაზე, მოხდება გონებრივი იერიშის რუქის შევსება)
აქვე მოსწავლეთა ძალებით ხდება სათაურზე და ლექსიკურ ერთეულებზე ვარაუდების გამოთქმა; ივსებავარაუდების რუქადასიტყვის გამომძიებელი“.(გამოვიყენებ საპრეზენტაციო ფაილს , შევავსებთ" სიტყვის გამომძიებელს" და "ვარაუდების რუქას")
აქტივობა 3- ხდება კითხვისთვის მზადება, ამ მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად და აძლევს თხზულებას „მოსწავლე და მასწავლებელი“
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს საკუთარ ვარიანტს, რომლებიც განიხილება და შეფასდება.
აქტივობა 4- ხდება ტექსტის კომენტირებული კითხვა და ანალიზი. მასწავლებელი იწყებს კითხვას და აგრძელებს კითხვაში გაწაფული რამდენიმე მოსწავლე; იხსნება გაუგებარი სიტყვები და პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ 1-ლი დონის კითხვებს:
-      წელიწადის რომელი დროა აღწერილი ამ ნაწარმოებში?
-      ვისთან მიდის ცქვიტო?
-      სადაურია ცქვიტოს მასწავლებელი?
-      რაზე სწუხს მასწავლებელი?
-      რა პირობას აძლევს მას ცქვიტო?
-      აქტივობა 5-ტექსტის გააზრება და შეფასებამდე მასწავლებელი აჩვენებს პროექტორით გვიანი შემოდგომის ფოტოებს(რესურსი 1)
აქტივობა 6- ხდება ტექსტის გააზრება და შეფასება, ამ მიზნით მოსწავლეებს ჯგუფებში ურიგდებათ დავალება
I-ჯგუფი - ეძლევათ დავალება, დაახასიათონ ლიტერატურული პერსონაჟები და შეავსონ პერსონაჟის დახასიათების რუქა;

 II-ჯგუფი - ტექსტს ყოფენ მონაკვეთებად, ასათაურებენ, გადმოსცემენ თითოეული მონაკვეთის შინაარსს;


III-ჯგუფი- მუშაობს მოთხრობის დასრულებაზე


IV-ჯგუფი-ასრულებს დავალებას, მისწერონ წერილი საყვარელ მასწავლებელს
აქტივობა 7-შეჯამება
-ხდება შეჯამება. ისმევა შემაჯამებელი კითხვები:
მწერალმა ამ მოთხრობას „სიყვარული შემოდგომაზე“ უწოდა.
რომელ სიყვარულზეა  საუბარი ტექსტში?
რა მიაჩნია მასწავლებელს ერთადერთ მეგობრად?
რატომ არ ფიქრობს მასწავლებელი ახალი პალმის ყიდვაზე?
ცქვიტოს მსგავსად თქვენც თუ შეგიქმნათ ამ მოთხრობამ სევდიანი განწყობა?
აქტივობა 8-შეფასება

ამის შემდეგ მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასებით, როგორც ჯგუფებში , ასევე ინდივიდუალურად.
აქტივობა 9-საშინაო დავალება

გ. რჩეულიშვილის  მოთხრობა „სიყვარული შემოდგომაზე“- თხრობით, აქტ. რვეული დავ.N2


სასწავლო შედეგების შემოწმებას ვაპირებ სავარჯიშოს შესრულებით
















10.   შეფასება
განმავითარებელი, განმსაზღვრელი, ინდივიდუალური, ჯგუფური
11.   ინკლუზია
კლასში ერთი სსსმ მოსწავლეა, მოსწავლე შეასრულებს დავალებას -ილუსტრაციის მიხედვით გადმოსცემს შინაარსს,  გამოძერწავს  მისი საყვარელი პერსონაჟის, ცქვიტოს, პორტრეტს